ისე მოხდა, რომ მე და ჩემი შეყვარებული საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვიყავით, ამიტომ ცოტა ოფიციალურად გვეცვა. პიჯაკები, ქვედაბოლო მას და შარვალე მე.
ვარკეთილის ერთ-ერთი მიკროდან მეტრომდე ფეხით ჩამოსეირნება გადავწყვიტეთ და ჰოი საოცრებავ. ყველა ჩვენ გვიყურებს… სულ რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად თუ რა იყო ამის მიზეზი. გაინტერესებთ? იეღოველებს ვგავდით. თან სოფოს პატარა ჩანთა გადაეკიდა მხარზე და მე ორი წიგნი მეჭირა ხელში.
თავიდან გამეცინა და მერე უკვე გავბრაზდი. ხალხი ისეთი სახეებით გვიყურებდა მეთქი შეგვჭამენთქო, მაგრამ ჩემს საპასუხო მზერაზე უკვე სხვა მხარეს იყურებოდნენ. ამან ცოტა მუღამზე მომიყვანა, სიარულის მანერა მაქსიმალურად დავამსგავსე იეღოვას მოწმეებისას, რადგან მსურდა ვინმე გამომლაპარაკებოდა, ან რაიმე რეპლიკა ეთქვა ხმამაღლა და მერე კარგად მეცინა, მაგრამ რად გინდა. პირში კაცისშვილს არაფერი უთქვამს…
მერე უკვე უხერხულობამ შეგვიპყრო, ხან პირჯვარი ვიწერე და ხან რამდენიმე თვით ადრე ხმამაღლა ქრისტეშობა მივულოცე ჩემს რჩეულს. ხან ჯვარი ამოვიღე მაღლა და ხან რავიცი კიდე.
თურმე რა რთული ყოფილა საქართველოში იყო იაღოველი :D მე ახლა მესმის თქვენი ძმებო და დებო.
P.S. არა მაინც რა ვართ ეს ქართველები რა, ზურგს უკან, როცა ვსაუბრობთ ლამის ლომთან შევიდეთ გალიაში და როცა საქმე საქმეზე იდგება ზოოპარკთან ვერ გაგვივლია.

No comments:
Post a Comment